<
იანვარი ,
თებერვალი ,
მარტი ,
აპრილი ,
მაისი ,
ივნისი ,
ივლისი ,
აგვისტო ,
სექტემბერი ,
ოქტომბერი ,
ნოემბერი ,
დეკემბერი ,
>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ტურები საქართველოში
5 დღე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ

დღე 1                                                                                                                                             

ჩამოსვლა ქუთაისში. დახვედრა აეროპორტში და სასტუმროში მოთავსება.
სათაფლია -  კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში,იგი მდიდარია როგორც ესთეტიკურად, ისე ფაუნისტური და ფლორისტული სახეობების სიმრავლით. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით.


დღე 2                                                                                                                                            

ექსკურსია ქუთაისში -აფხაზეთის სამეფოს ყოფილი დედაქალაქი ,მოვინახულებთ:
ბაგრატის ტაძარი - მე -11 საუკუნის ეკლესია განიხილება, როგორც ქართული შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების  ისტორიის შედევრი.
გელათი - სამონასტრო კომპლექსი. იგი შეიცავს ღვთისმშობლის ეკლესიას. დააარსა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელმა 1106 წელს, და მე -13 საუკუნის ეკლესია წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის
მოწამეთა მონასტი - იგი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად. ისინი იყვნენ არაგვთა ერისთავები, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ.


დღე 3                                                                                                                                              

ღირსშესანიშნაობები რომლებსაც ჩვენ მოვინახულებთ:
 ჯვრის მონასტერი VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 
   უფლისციხის კომპლექსი -  კლდეში ნაკვეთი ქალაქიკავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორი საღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.
  ქალაქი გორი - გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს.
  სტალინის მუზეომი -საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი გორში. დაარსდა 1937 წელს. ეს იყო წარმოშობის სახლი სტალინის, სადაც ის ცხოვრობდა დედასთან ერთად.
   მცხეთა - საქართველოს ძველი დედაქალაქი, ადგილი, რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. მცხეთაშია დაფლული ქრისტიანულ სიწმიდეთა შორის ქართველთათვის უდიდეს - უფლის კვართი
  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცნობილია როგორც  ქრისტეს კვართის სამარხი.
თბილისში ჩამოსვლა, განსახლებისა და ღამე სასტუმროში.


 დღე 4                                                                                                                                             

თბილისის ღირშესანიშნაობების დათვალიერება.​
სამების ეკლესია - შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში.
   მეტეხის ტაძარი - თბილისის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია, იგი აღმართულია მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ზედ ციცაბო კლდის პირას, მეორე ნაპირზე კი, მეტეხის პირდაპირ, მცირე გორაკზე - თბილისის ძველი დედაციხის ნანგრევებია.
   აბანოთუბანი - საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს
     სიონი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩაზე
   მშვიდობის ხიდი - საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს. ხიდი აიგო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით.
   რიყის პარკი - მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე,თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში - რიყეზე.
   ნარიყალა - უძველესი დროის ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს,
   მთაწმინდის პარკი -  ეს არის ოჯახის გასართობი დაწესებულება რომელიც მდებარეობს მთაწმინდაზე და საქართველოს დედაქალაქს, თბილისს გადაჰყურებს . იგი გთავაზობთ კარუსელებს, წყლის სლაიდებს, როლიკებით სრიალს, დიდი ეშმაკის ბორბალს რომელიც მთის კენწეროზეა და რა თქმა უნდა სთავაზობს ბრწყინვალე ხედის მთელ ქალაქზე.


დღე 5                                                                                                                                           

მოგზაურობა კახეთში ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ზედა დინებაში მდინარეების იორი და ალაზანი. მოვინახულებთ:
ბოდბე, წმ. ნინოს მონასტერი -  ბოდბის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონში, სიღნაღიდან ირიოდე კილომეტრის დაშორებით. ტაძარი აგებულია IV ს-ის 30-იან წლებში, მირიან მეფის ბრძანებით, წმ. ნინოს საპატივსაცემოდ.
  სიღნაღი -ქალაქი სიღნაღი კახეთის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. იგი მდებარეობს მაღალი მთის კონცხზე, საიდანაც გადაჰყურებს ალაზნის ველს. ახალ ქალაქში ძველი ქალაქის ფრაგმენტებია ჩაქსოვილი,იგი გარშემორტყმულია 28 გალავნებითა და კოშკებით. ქალაქის ცნობილია როგორც სიყვარულის ქალაქი.  
  ღვინის დეგუსტაცია - დეგუსტაცია გაიმართება ღვინის მარან "ხოხბის ცრემლებში"


დღე 6                                                                                                                                                  

საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო და გამგზავრება თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით აეროპორტში.
 


 

ტურის დაჯავშვნა