<
იანვარი ,
თებერვალი ,
მარტი ,
აპრილი ,
მაისი ,
ივნისი ,
ივლისი ,
აგვისტო ,
სექტემბერი ,
ოქტომბერი ,
ნოემბერი ,
დეკემბერი ,
>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ტურები საქართველოში
5 დღიანი ტური

დღე 1 - დახვედრა და ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში. ექსკურსია თბილისში

 სანახავი ადგილები:   
  
სამების ეკლესია - შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში.
   მეტეხის ეკლესია -
თბილისის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია, იგი აღმართულია მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ზედ ციცაბო კლდის პირას, მეორე ნაპირზე კი, მეტეხის პირდაპირ, მცირე გორაკზე - თბილისის ძველი დედაციხის ნანგრევებია.
   აბანოთუბანი - საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს
     სიონი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩაზე
   მშვიდობის ხიდი -საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს.
   რიყის პარკი - მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე,თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში - რიყეზე..
   ნარიყალა - უძველესი დროის ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს,
   მთაწმინდის პარკი - ეს არის ოჯახის გასართობი დაწესებულება რომელიც მდებარეობს მთაწმინდაზე და საქართველოს დედაქალაქს, თბილისს გადაჰყურებს . იგი გთავაზობთ კარუსელებს, წყლის სლაიდებს, როლიკებით სრიალს, დიდი ეშმაკის ბორბალს რომელიც მთის კენწეროზეა და რა თქმა უნდა სთავაზობს ბრწყინვალე ხედის მთელ ქალაქზე.

 

დღე 2 -  თბილისი  - ჯვარი - გორი - უფლისციხე - მცხეთა-თბილისის                   

   სანახავი ადგილები: 
  
ჯვრის მონასტერი  VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი
   უფლისციხის კომპლექსი -   კლდეში ნაკვეთი ქალაქიკავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორი საღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

  ქალაქი გორი - გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს.
  სტალინის მუზეომი -  საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი გორში. დაარსდა 1937 წელს. ეს იყო წარმოშობის სახლი სტალინის, სადაც ის ცხოვრობდა დედასთან ერთად.
   მცხეთა -საქართველოს ძველი დედაქალაქი, ადგილი, რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. მცხეთაშია დაფლული ქრისტიანულ სიწმიდეთა შორის ქართველთათვის უდიდეს - უფლის კვართი.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცნობილია როგორც  ქრისტეს კვართის სამარხი


დღე 3 - თბილისი - ყაზბეგი - თბილისი                                                                               

სანახავი ადგილები: 
 ყაზბეგი -
ანანურის ციხე -
ხუროთმოძღვრული გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები
გერგეტის სამების ეკლესია​ - ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც 
თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული


დღე 4 - თბილისი - ბოდბე - სიღნაღი (სიყვარულის ქალაქი) - თბილისი              

  სანახავი ადგილები:
 ბოდბე, წმ. ნინოს მონასტერი -
  
ბოდბის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონში, სიღნაღიდან ირიოდე კილომეტრის დაშორებით. ტაძარი აგებულია IV ს-ის 30-იან წლებში, მირიან მეფის ბრძანებით, წმ. ნინოს საპატივსაცემოდ.
  სიღნაღი - ქალაქი სიღნაღი კახეთის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. იგი მდებარეობს მაღალი მთის კონცხზე, საიდანაც გადაჰყურებს ალაზნის ველს. ახალ ქალაქში ძველი ქალაქის ფრაგმენტებია ჩაქსოვილი,იგი გარშემორტყმულია 28 გალავნებითა და კოშკებით. ქალაქის ცნობილია როგორც სიყვარულის ქალაქი.
  ღვინის დეგუსტაცია - დეგუსტაცია გაიმართება ღვინის მარან "ხოხბის ცრემლებში"


დღე 5 - თავისუფალი დრო. წაყვანა თბილისის აეროპორტში                                    

ტურის დაჯავშვნა