მარშრუტი: თბილისი 
ტურის სახეობა: კულტურულ - შემეცნებითი;
ტურის ხანგძლიობა: 1 დღე;
ტურის დეტალური აღწერა:
მიმართულება: სამების ეკლესია - მეტეხის ეკლესია - აბანოთუბანი - სიონი - მშვიდობის ხიდი - რიყის პარკი - ნარიყალა - მთაწმინდის პარკი
სანახავი ადგილები:
სამების ეკლესია - შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი.
მეტეხის ტაძარი - თბილისის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია, იგი აღმართულია მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ზედ ციცაბო კლდის პირას, მეორე ნაპირზე კი, მეტეხის პირდაპირ, მცირე გორაკზე - თბილისის ძველი დედაციხის ნანგრევებია.
აბანოთუბანი - საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს
სიონი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩაზე
მშვიდობის ხიდი - საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს. ხიდი აიგო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით.
რიყის პარკი - მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე,თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში - რიყეზე.
ნარიყალა - უძველესი დროის ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს.
მთაწმინდის პარკი - ეს არის ოჯახის გასართობი დაწესებულება რომელიც მდებარეობს მთაწმინდაზე და საქართველოს დედაქალაქს, თბილისს გადაჰყურებს . იგი გთავაზობთ კარუსელებს, წყლის სლაიდებს, როლიკებით სრიალს, დიდი ეშმაკის ბორბალს რომელიც მთის კენწეროზეა და რა თქმა უნდა სთავაზობს ბრწყინვალე ხედის მთელ ქალაქზე.